რას გთავაზობთ


ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში ფუნქციონირებს საშაბათო-საკვირაო სკოლა

ჩვენთან დაგხვდებათ თბილი და სასიამოვნო გარემო, საკუთარ საქმესა და ბავშვებზე შეყვარებული კვალიფიციური პედაგოგები.

ძირითადი აქცენტი გადატანილია თამაშით სწავლებაზე. სწავლა-თამაშის პროცესში ბავშვებს უწევთ წესებისა და მათი თანამიმდევრობის დაცვა, ჯგუფური მუშაობა და გარკვეული სტრატეგიების გამოყენება, რაც საშუალებას იძლევა სახალისო და საინტერესო გზებით გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მეტყველებას, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, რაც ბავშვს თვითდამკვიდრებაში ეხმარება.
პროფესიონალთა გუნდის მიერ შემუშავებულია პროგრამა, რომელიც შედგენილია, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებით, ასევე მსოფლიოში აღიარებული მიდგომების გათვალისწინებით.

სწავლების ფარგლებში გამოყენებული იქნება გრაფიკები, ცხრილები, რუკები, დოკუმენტური ფილმები, დამატებითი ლიტერატურა, ინტერნეტი, პრეზენტაციები. მოსწავლეები თავადაც მოამზადებენ პრეზენტაციებს აქტუალურ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ტიპის მოვლენებზე, რომელთა ანალიზი მოხდება ჯგუფებში. გამოყენებული იქნება დისკუსიის მეთოდი.

მიიღებიან მოზარდები 4 წლის ასაკიდან, ასევე I-XII კლასის ჩათვლით მოსწავლეები და აბიტურიენტები


სკოლის მიზანია
• შეუქმნას ბავშვს დადებითი და სასიამოვნო განწყობა სწავლისადმი
• განუვითაროს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება
• დაეხმაროს თანატოლებთან ურთიერთობაში
• ხელი შეუწყოს ჯგუფურ მუშაობას
• დაეხმაროს ნებისმიერი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაში

მხოლოდ ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრში, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შედგენილი სასწავლო გეგმა ყმაწვილთათვის
• იაკობ გოგებაშვილი - „დედა ენა“, „საგანძური“
• მხატვრული თხზულებები, ხალხური შემოქმედების ნიმუშები, გეოგრაფიული, ისტორიული, საბუნებისმეტყველო შინაარსის საინტერესო გაკვეთილები
• სურვილისამებრ - „საღმრთო ისტორია“- მოთხრობები ბიბლიიდან იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

სწავლა არასოდეს ყოფილა ასეთი საინტერესო და მომხიბვლელი როგორც ჩვენთან!


ჯგუფები დაყოფილია ასაკობრივად
(ჯგუფები შედგება მსურველთა მოთხოვნის მაქსიმალური გათვალისწინებით)
  • 4-7 წელი
  • შაბათი ან კვირა - 2სთ და 30წთ
  • „დედა ენა“
    (იაკობ გოგებშვილის მეთოდით)
  • საგანძური
  • სახალისო მათემატიკა
  • ლოგიკური აზროვნება
  • ბუნების კარი
  • უცხო ენა
    (ინგლისური, რუსული, ფრანგული)
  • სრული კურსი:  120ლ
  • 8-10 წელი
  • კვირაში ორჯერ - 2სთ
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • სახალისო მათემატიკა
  • ლოგიკური აზროვნება
  • უცხო ენა
    (ინგლისური, რუსული, ფრანგული)
  • ისტორია ბავშვებისთვის
  • ფიზიკის სამყარო
  • ბუნების კარი
  • ხელოვნება
  • *თითოეული 50ლ
  • V-XII კლასი
    (მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის)
  • კვირაში ორჯერ
    სასკოლო - 2 სთ
    სააბიტურიენტო - 3სთ
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ზოგადი უნარები
  • მათემატიკა
  • ისტორია
  • გეოგრაფია
  • ფიზიკა
  • ქიმია
  • ბიოლოგია
  • სამოქალაქო განათლება
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • უცხო ენა
    (ინგლისური, რუსული, ფრანგული)
  • * სასკოლო: 60ლ
    * სააბიტურიენტო: 90ლ
*ორი ან მეტი საგნის არჩევის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება

სკოლაში დამატებით ფუნქციონირებს მხატვრული ლიტერატურისა და მითოლოგიის წრე:
მოზარდები შეძლებენ მეტი შეიტყონ სხვადასხვა ჟანრის, ტიპის ტექსტების შესახებ. წაიკითხავენ და განიხილავენ მხატვრულ ნაწარმოებებს, პოეზიის ნიმუშებს. შეიმეცნებენ მსოფლიოს ანტიკური ლიტერატურას, მითებს.

ხანგრძლივობა - 2 საათი (შაბათს ან კვირას)
ღირებულება - აქციის ფარგლებში 120 ლარის ნაცვლად 60 ლარი
 
 
ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი - შენი გზა წარმატებისკენ!

დაგვიკავშირდით


საკონტაქტო ინფორმაცია

ვაჟა-ფშაველას N56
თბილისი

emctbilisi@gmail.com

(+995) 599 90 16 61

(+995) 599 40 71 73

           (+995) 555 50 71 73

გაქვთ შეკითხვა? მოგვწერეთ ნებისმიერ დროს